ბერულავა-საფინას წყვილი ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამით მეცხრე ადგილზეა

ზამთრის ოლიმპიადაზე დასრულდა მოკლე პროგრამა სპორტულ ცეკვებში. ფიგურული ციგურაობის ამ სახეობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა – ლუკა ბერულავა და კარინა საფინა – მეცხრე ადგილი დაიკავა.
ბერულავა-საფინას წყვილი 19 თებერვალს თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ. დაჯამდება მოკლე და თავისუფალი პროგრამების შედეგები და საპრიზო კატეგორიებიც ამის მიხედვით გადანაწილდება.

რაც შეეხება სპორტული ცეკვების პირველ დღეს, ​კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მსაჯებისგან 66.11 ქულა დაიმსახურეს. 84.81 ქულით მოკლე პროგრამაში პირველი ადგილი ჩინელმა წყვილმა ვენჯინგ სუისმა და კონგ ჰანმა დაიკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები