წალენჯიხაში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა
წალენჯიხაში, ჯვარის მეოთხე საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა.
როგორც სკოლის დირექტორმა, გერონტი გოგოხიამ ”კვირას” განუცხადა, ცეცხლი სხვენში გაკვეთილის მიმდინარეობისას გაჩნდა.
დირექტორის თქმით, სკოლა ძირითადად შეშით თბება, თუმცა, არის რამდენიმე ოთახი, სადაც შეშის ღუმლის მოწყობა ვერ მოხერხდა და ელექტროგამათბობელი აქვთ ჩართული. პირველადი ვერსიით, ელექტროსადენების გადატვირთვამ სხვენში დაკვამლიანება გამოიწვია და ცეცხლი გაჩნდა.
“ეტყობა, გამომრთველმა ვერ იმუშავა. დროულად ავედით სხვენზე და ჩავაქრეთ. მაშველები მაინც გამოვიძახეთ. წყალი რაც გვქონდა ადგილზე, ავიტანეთ. მაშველები დროულად მოვიდნენ, თუმცა, ცეცხლი უკვე ჩამქრალი იყო”, – განმარტა გერონტი გოგოხიამ.