ნიკოლოზ სამხარაძემ იაპონიის ელჩთან შეხვედრა გამართა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე კვირაში, საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებს შორის გამართულ ონლაინ შეხვედრაზე და ხაზი გაუსვეს მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას.
მხარეებმა მიმდინარე წელს საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მხარეებმა ერთმანეთს ხედვები გაუზიარეს. ნიკოლოზ სამხარაძემ იაპონელ დიპლომატს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე მზარდ საფრთხეებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.