რუსეთმა ხარკოვოს ოლქთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში ათობით საბრძოლო ვერტმფრენი განათავსა.
ამის შესახებ “ტვიტერზე” DFRLab-სა და Atlantic Council-ის მკვლევარმა, მაიკლ შელდონმა დაწერა.
შელდონმა გამოაქვეყნა სატელიტური სურათი, სადაც ნაჩვენებია ვერტმფრენების მოედნები, რომლებზეც განლაგებულია საბრძოლო ვერტმფრენები.
13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან ათობით საბრძოლო ვერტმფრენი გადაისროლა.
მათ შორის იყო Mi-35M, Mi-8MTV-5 და Ka-52 Alligator-ი.