კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-ის ელჩის მოადგილის გაძევება პროვოკაციაზე პასუხი იყო
რუსეთიდან აშშ-ის ელჩის მოადგილის, ბარტ გორმანის გაძევება საპასუხო ზომა გახდა, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
“ეს არ შეიძლება, იყოს ქმედება, რომელიც რაღაცის პროვოცირებას ახდენს. ეს არის პასუხი პროვოკაციაზე”, – განაცხადა პესკოვმა.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ რუსეთმა ქვეყნიდან აშშ-ის ელჩის მოადგილე გააძევა.
რუსეთში აშშ-ის საელჩოში, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მომხდარს “ესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად” აფასებენ.
მათივე თქმით, რუსეთის ეს ქმედება “პროვოცირებული არ ყოფილა”.