რუსეთში ხვალ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს გამოცდიან – წვრთნებს პუტინი დაესწრება

 

რუსეთის შეიარაღებული ძალები 19 თებერვალს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, სტრატეგიული შეკავების წვრთნებს გამართავს.

რუსეთის სამხედრო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სწავლება გეგმიურ ხასიათს ატარებს, რომლის დროს ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს გამოცდიან.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, დაგეგმილ წვრთნებში ჩაერთვებიან საჰაერო კოსმოსური ძალების, სამხრეთ სამხედრო ოლქის, სტრატეგიული სარაკეტო ძალების, ჩრდილოეთ და შავი ზღვის ფლოტების ძალები და საშუალებები.

აღინიშნება, რომ სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო წვრთნები, რომლებიც მოიცავს სტრატეგიული ბირთვული ძალების სამივე კომპონენტს, ტარდება ყოველწლიურად, როგორც წესი, „სამხედრო“ სასწავლო წლის ბოლოს.

ჩვეულებრივ, ამ წვრთნების ფარგლებში, ჩრდილოეთ ფლოტის წყალქვეშა რაკეტმზიდიდან უშვებენ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას (ICBM) კურას საცდელ კამჩატკაში; წყნარი ოკეანის ფლოტის ბირთვული წყალქვეშა ნავი ახორციელებს კონტინენტაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვებას “ჩიჟის” პოლიგონზე.

ასევე, ტარდება სტრატეგიული სარაკეტო ძალების ბალისტიკური რაკეტის გაშვება სარაკეტო ჯარების მიერ; უშვებენ ფრთოსან რაკეტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები