აშშ პოლონეთისთვის Abrams-ებს მიყიდვას დათანხმდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დათანხმდა პოლონეთს, “აბრამსის” ტიპის ტანკის ყველაზე თანამედროვე ვერსიის 250 ერთეული მიჰყიდოს.

ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა Twitter-ზე დაწერა.

”ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე პოლონეთის უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა 250 “აბრამსის” M1A2 SEPv3-ის თანამედროვე ვერსიის გაყიდვა. ეს არის ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების უკიდურესად მნიშვნელოვანი ზრდა და პოლონეთის ისტორიაში შეიარაღების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრაქტი“, – წერს ბლაშჩაკი.

პოლონეთის მთავრობამ ამერიკული ტანკების შეძენის განზრახვა გასულ წელს გამოაცხადა.

ბლაშჩაკმა მაშინ თქვა, რომ ტანკების პირველი პარტია პოლონეთში 2022 წელს უნდა მოხვდეს.

ტანკებს აწარმოებს ოჰაიოს შტატში მდებარე – General Dynamics-ის ქარხანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები