გემრიელი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში კერძები მსოფლიო სამზარეულოდან
ფუგუ – იაპონია
ვინც ჭამს ფუგუს, სულელია, ვინც არა, ისიც – გვეუბნება იაპონური ანდაზა. ეს თევზი სახიფათო რაოდენობის ტეტროდოტოქსინს შეიცავს. თუ ფუგუ სწორადაა მომზადებული, დეგუსტაციისას მხოლოდ ოდნავ თუ დაგიბუჟებთ ენას, ხოლო თუ არასწორად — სიკვდილი გარდაუვალია.
კაზუ მარცუ – იტალია
ცხვრის ყველისგან დამზადებული ეს დელიკატესი სარდინიაზე გამოიგონეს. განსაკუთრებულ გემოს ამ ყველს ბუზის მატლები სძენს, რომლებიც ფერმენტაციას აჩქარებენ. თუ მატლები კერძში ჩარჩა, აუცილებლად მოიწამლებით.
საშიმი – იაპონია
ეს თევზი ყველაზე შხამიანია მსოფლიოში. ის ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში ბინადრობს. შხამი ამ თევზის ზურგის ეკლიან ფარფლებშია კონცენტრირებული. კერძის მომზადებისას თევზს ამ ფარფლებს აჭრიან, თუმცა „ოპერაცია“ თუ დიდი სიზუსტით არ ჩატარდა, ამ თევზისგან დამზადებული დელიკატესის გასინჯვა ძალიან ძვირი დაგიჯდებათ.
სუნხუადანი – ჩინეთი
სუნხუადანი ძალზე სახიფათო კერძია, რომელიც იხვის კვერცხისგან მზადდება. კვერცხს ამარილებენ და ნაცარში დებენ, სადაც 100 დღის განმავლობაში ინახავენ. ამის შემდეგ ის უკვე მომზადებულად მიიჩნევა. გამოსცემს ამიაკის მკვეთრ სუნს. თუ მის გასინჯვას გადაწყვეტთ, განსაკუთრებული გამძლეობის კუჭი უნდა გქონდეთ. სხვა შემთხვევაში, მოწამვლა არ აგცდებათ.
სანაკჯი – კორეა
მსგავსი რამ აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში, როგორც წესი, იშვიათადაა მენიუში, მაგრამ კორეაში ცოცხალი, პატარა რვაფეხას საცეცები დელიკატესად ითვლება. ამასთან, სანაკჯი უმად იჭმევა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხებს სხეულს აშორებენ და ჭრიან პატარა ნაჭრებად, კაზმავენ შირბახტის ზეთითა და მარცვლებით, საცეცები მაინც იკლაკნებიან და აქეთ-იქით მოძრაობენ. განსაკუთრებით ეს იგრძნობა გადაყლაპვისას, როცა ყელში სრიალებენ. იმისთვის, რომ ამ საკვებმა არ გავნოთ, კარგად უნდა დაღეჭოთ (დაახ. 100-ჯერ) გადაყლაპვამდე და სავსე პირით არ ისაუბროთ.
თინუსი
თინუსის ნაჭრები ან დაკონსერვებული თინუსი ხშირად შეიცავს ისეთ პათოგენს, როგორიცაა სკომბროტოქსინი. მისი გადადება თევზზე შეხებითაცაა შესაძლებელი, თუკი მანამდე მისი კარგად დამუშავება არ მოხდა. თინუსისგან ყოველწლიურად ასობით ადამიანი ავადდება სკომბროტოქსინით. თუ ეს თევზი არასწორადაა მომზადებული, თავის ძლიერი ტკივილები, დიარეა და ზოგჯერ მხედველობის დაკარგვაც გარანტირებულია.