რუსეთის მიერ უკრაინაში ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ევროკავშირი ლტოლვილთა დიდ ნაკადს ელოდება.
ამის შესახებ ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა გერმანულ გამოცემა WELT-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, კრიზისის შემდგომი გამწვავების შემთხვევაში, ევროკავშირზე მიგრაციული ზეწოლა შეიძლება, გაიზარდოს.
„სავარაუდოა, აქ შეიძლება, ჩამოვიდეს 20 000-დან მილიონამდე ლტოლვილი“, – თქვა სხინასმა.
ევროკომისარმა აღნიშნა, რომ კომისია დაეხმარება ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინიდან საკუთარი მოქალაქეების გაყვანაში, ვითარების გამწვავების შემთხვევაში.
“ამჟამად, უკრაინაში ცხოვრობს ევროკავშირის, დაახლოებით, 20 000 მოქალაქე, ისევე – როგორც ევროპული ფესვების მქონე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებსაც შესაძლოა, დახმარება დასჭირდეთ. ევროკავშირი ასევე მზადაა, მოახდინოს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და სამოქალაქო დაცვის დახმარება”, – თქვა სხინასმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლტოლვილები, როგორც ეს უკვე მოხდა ბელორუსში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ევროკავშირის წინააღმდეგ, როგორც ზეწოლის საშუალება.