ბაიდენი დღეს უკრაინის საკითხზე, მსოფლიო ლიდერებს შეხვდება – მოსკოვში კი, ლუკაშენკო გაფრინდა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის მზარდი საფრთხის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს უკრაინის საკითხზე ნატო-ს გენერალურ მდივანს, ევროკავშირის, ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერებს შეხვდება.
მოსკოვში კი, რუს კოლეგასთან მოსალაპარაკებლად, ბელორუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო გაფრინდა.
აღინიშნება, რომ ლიდერები გეგმავენ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხის განხილვას, რეგიონში უსაფრთხოების თემებს, ერთობლივ ქმედებებს ორი ქვეყნის ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად, ასევე, საერთაშორისო თემატიკას.