ბაიდენი დღეს უკრაინის საკითხზე ნატო-ს გენერალურ მდივანს, ევროკავშირის, ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერებს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს, ევროკავშირის, ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერებს შეხვდება, – ამის შესახებ კანადის პრემიერმინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ.

ბაიდენის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, რომელზეც უკრაინის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ, დაესწრებიან: საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი; გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი; კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო; ბრიტანეთის პრემეირმინისტრი, ბორის ჯონსონი; პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა; იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი; რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი; ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი; ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბენგი.

როგორც გუშინ ბაიდენმა განაცხადა, „აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ რუსეთი უკრაინას უახლოეს დღეებში თავს დაესხმება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები