ზელენსკი ნატო-სგან გარანტიების სისტემას ითხოვს

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევმა უნდა მიიღოს გარანტიების სისტემა, რომელიც არ ჩამოუვარდება ნატო-ს ქვეყნების შეთავაზებებს, რადგან ალიანსში გაწევრიანების პროცესი ჭიანურდება.

ამის შესახებ მან RBC-Ukraine-ს განუცხადა.

”ნატო, ფაქტობრივად, ერთადერთია დღეს არსებული უსაფრთხოების ალიანსებიდან, რომელსაც უკრაინა შეიძლება შეუერთდეს. იქ ჩვენთვის ღია კარის პოზიცია არსებობს. მაგრამ ამ გზაზე დიდი მანძილია – წლები და თვეები, განსაკუთრებით, თუ ესკალაცია იქნება. ამ გზის გავლისას, ჩვენ გარანტიების სისტემა უნდა მივიღოთ და თეორიულად მაინც ის არ უნდა ჩამოუვარდებიდეს იმ სისტემას, რომელსაც ნატო-ს ქვეყნებს სთავაზობენ. ამაზე მტკიცედ ვსაუბრობთ. დღეს ჩვენთვის ეს ერთადერთი ალტერნატივაა, სიტუაციის, როდესაც ჩვენ თავს ვიცავთ. ყველაფერი დანარჩენი არის ისტორიები, პოპულისტური განცხადებები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები