სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთიდან დიპლომატის გაძევებას ესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად ვაფასებთ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ რუსეთიდან აშშ-ის ელჩის მოადგილის, ბარტ გორმანის გაძევება ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ მედიას უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.
„რუსეთის ქმედებები ჩვენი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის წინააღმდეგ არ იყო არაპროვოცირებული, ჩვენ მათ ესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად მივიჩნევთ და რეაგირებაზე ვმუშაობთ“, – თქვა დიპლომატმა.
სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, გაძევების მომენტში გორმანის მივლინება დასრულებული არ იყო და მას მოქმედი ვიზა ჰქონდა, ”ის რუსეთში სამ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში იმყოფებოდა”. აშშ-ის დიპლომატიური უწყება ასევე მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ამერიკელი დიპლომატების გაძევება და იმუშაოს დიპლომატების შემადგენლობის აღდგენაზე.