“აშშ მომხდარს ესკალაციურ ნაბიჯად განიხილავს” – რუსეთმა ქვეყნიდან აშშ-ის ელჩის მოადგილე გააძევა
რუსეთმა ქვეყნიდან აშშ-ის ელჩის მოადგილე, ბარტ გორმანი გააძევა.
ინფორმაციას რუსეთში აშშ-ის საელჩოში ადასტურებენ.
როგორც საელჩოს პრეს-ატაშემ, ჯეისონ რებჰოლცმა თქვა, ვაშინგტონი განიხილავს საპასუხო ზომებს.
მისივე თქმით, აშშ გორმანის გაძევებას “ესკალაციურ ნაბიჯად განიხილავს”.
“ელჩის მოადგილეს, გორმანს ჰქონდა მოქმედი ვიზა, ის რუსეთში სამ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში იმყოფებოდა”, – განაცხადა რებჰოლცმა.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი, ჯონ სალივანი იმყოფებოდა. მისი ვიზიტი 15 წუთს გაგრძელდა.