“ბევრს სვამენ და საწვავს ყიდიან” – რას ყვებიან ბელორუსები სამხედრო სწავლებაზე მყოფ რუს სამხედროებზე

რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი სამხედრო სწავლების – “სამოკავშირეო სიმტკიცე-2022”-ის ფარგლებში, ბელორუსის ტერიტორიაზე მყოფი რუსი ჯარისკაცები რკინიგზაზე უსაფრთხოების წესებს არღვევენ, ბევრ ნაგავს ყრიან, ასევე, გადმოტვირთვის დროს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს “კარგავენ”.

ასევე, როგორც “რადიო თავისუფლების” ბელორუსის ბიუროს თვითმხილველებმა უამბეს, რუსები ბევრს სვამენ და დიზელის საწვავსაც ყიდიან.

ბელორუსში სამხედრო სწავლება 10 თებერვალს დაიწყო და 20-მდე გაგრძელდება.

ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მატარებლების განტვირთვისთვის რუსები ბელორუსის რკინიგზის აღჭურვილობას იყენებდნენ და არა – საკუთარს. მძიმე ტვირთის გამო, ამ აღჭურვილობამ მსხვრევა დაიწყო.

ასევე, აღინიშნება, რომ ჯარების ნაწილი ჩადის ისეთ ადგილებში, სადაც სწავლება არ იყო გამოცხადებული, კერძოდ, 14-15-ში რუსეთის ჯარებმა ხოინიკში დაიწყეს ჩასვლა, ეს დასახლება უკრაინიდან დაახლოებით 50 კმ-ში მდებარეობს. სამხედროები მიმდებარე ტყეებში სახლდებიან.

როგორც გამოცემას ქალაქ ხოინიკის ერთ-ერთი მცხოვრებმა მოუყვა, „მე პირადად დავინახე ქალაქის ქუჩებში მძიმე სამხედრო ტექნიკის მოძრაობა. უკრაინის საზღვრიდან 50 კილომეტრზე ნაკლებია. ჯარისკაცები დასახლდნენ მიმდებარე ტყეებში, ბევრს სვამენ და დიზელის საწვავს ყიდიან, კარვებში ცხოვრობენ“. მემანქანეებს სწრაფი დამუხრუჭება უწევთ, რომ სამხედროები არ გაიტანონ.

“ყოველ 20 მეტრში, 3კილომეტრის მანძილზე ნაგვის სამლიტრიანი ტომრები ყრია. არყის ბოთლები და ორცხობილების ცარიელი ყუთები”, – ამბობენ ადგილობრივები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები