დავით მათიკაშვილი: კეზერაშვილი რომ ნაძარცვი ფულით “ნაცმოძრაობას” აფინანსებდა, ეს ამბავი საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია
“დავით კეზერაშვილი რომ ნაძარცვი ფულით “ნაციონალურ მოძრაობას” აფინანსებდა, ეს ამბავი საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი “ტაბულას” დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიას არჩევნები დავით კეზერაშვილმა დააფინანსა.
მათიკაშვილის თქმითვე, “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირებაა.
“კეზერაშვილი რომ ნაძარცვი ფულით “ნაციონალურ მოძრაობას” აფინანსებდა, ეს ამბავი საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია. ხსენებული პიროვნების შეხედულება არის დასტური იმისა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” კეზერაშვილის თანხები არჩევნების დროს იყო აქტიურად გამოყენებული. რა მოთხოვნა შეიძლებოდა ჰქონოდა კეზერაშვილს ამის სანაცვლოდ, ცოტა რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ეს ერთს ადასტურებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით არის ურთულესი დაპირისპირება”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.