დავით კირკიტაძე: “ნაცმოძრაობის” დაფინანსების წყაროები გამჭვირვალეა – რა მიზანი აქვს ჩერგოლეიშვილს, ვერ ვხვდები
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე “ტაბულას” დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიას არჩევნები დავით კეზერაშვილმა დააფინანსა.
“ნაციონალური მოძრაობის” დაფინანსების წყაროები არის გამჭვირვალე და გამოქვეყნებული აქვს აუდიტის სამსახურს. რატომ აკეთებს ეს ადამიანი მსგავს განცხადებას და რა მიზანი აქვს, ვერ ვხვდები, თუმცა, ფაქტია, რომ მსგავსი დაფინანსება “ნაციონალურ მოძრაობაში” ნამდვილად არ გვქონია, მათ, ვინც მერობის კანდიდატები ვიყავით, იმ ადამიანისგან, ვისზეც ქალბატონი ჩერგოლეიშვილი წერს. გიგა ბოკერია დიდი ხანია, ჩვენი პარტიის წევრი არ არის, საიდან უნდა ჩავხსნათ, ვერ ვხვდები?!”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.