გია გაბრიჭიძე: სააკაშვილის ნარატივზე არსებულ პოლიტიკანებს არ გააჩნიათ პოლიტიკური ძალის, პოლიტიკური ბრძოლის უმთავრესი მახასიათებელი – არ გააჩნიათ იდეა, არ აქვთ გუნდურობის განცდა და მთელი მათი “მოღვაწეობა” ანგარებასა და ფულზე დაფუძნებული

“ნაცები”, “ევრონაცები”, “გირჩები”, “რესპუბლიკელები” და სხვა ტიპები ერთი ხის, საქართველოს მტრობის ხის სხვადასხვა ტოტი არიან, რომელთაც ერთი საერთო ვარჯი – ფული და აგრესიული ლიბერალიზმი აქვთ”, – ასე ეხმიანება ექსპერტი,  გია გაბრიჭიძე თამარ ჩერგოლეიშვილის facebook სტატუსს, სადაც წერს, რომ ნიკა მელიას არჩევნები კეზერაშვილმა დააფინანსა.

“ საკმაოდ საინტერესო პოსტი დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
საკმაოდ საინტერესო, რადგანაც ამ პოსტით მან სრულად გააშიშვლა არა მხოლოდ ,,ნაცების,, ფინანსური სამზარეულო, არამედ, თავისდა უნებურად, პირდაპირ თქვა, რომ სააკაშვილის ნარატივზე არსებულ პოლიტიკანებს არ გააჩნიათ პოლიტიკური ძალის, პოლიტიკური ბრძოლის უმთავრესი მახასიათებელი – არ გააჩნიათ იდეა, არ აქვთ გუნდურობის განცდა და მთელი მათი “მოღვაწეობა” ანგარებასა და ფულზე დაფუძნებული.
ის, რომ   ,,ნაცმოძრაობის,, მთავარი მამოძრავებელი ძალა მერკანტელიზმია, ყველასთვის ცხადი იყო.
არ მითხრათ ახლა, რომ ამ ბოროტ ფესვზე კეთილი ყლორტები ამოვიდაო. ნაცები, ევრონაცები, გირჩები, რესპუბლიკელები და სხვა ტიპები, ერთი ხის, საქართველოს მტრობის ხის სხვადასხვა ტოტები არიან, რომელთაც ერთი საერთო ვარჯი – ფული და აგრესიული ლიბერალიზმი აქვთ.
ეგაა და ეგ”, – წერს გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები