“პუტინმა ამჟამინდელი კრიზისი შესაძლოა, თვეების განმავლობაში შეინარჩუნოს” – ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრუსმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის ერთიანობის შელახვის მცდელობისას შესაძლოა, მიმდინარე კრიზისი კვირებით თუ არა, თვეებით გააჭიანუროს.

ამის შესახებ მან The Telegraph-ში უკრაინაში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე დაწერა.

“ჯერჯერობით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება უკრაინის სასაზღვრო ტერიტორიებიდან რუსების ჯარის გაყვანის შესახებ. რუსული არმიის დაგროვება შენელების ნიშნებს არ ავლენს”, – თქვა ტრუსმა.

ბრიტანელი დიპლომატის თქმით, „ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ რუსეთს, თავისი ამპარტავნებით, შეუძლია, კრიზისი კიდევ უფრო დიდხანს გააჭიანუროს, რომ კვირები თუ არა, თვეები დახარჯოს უკრაინაში ძირის გამოთხრისთვის და დასავლეთის ერთიანობის გამოწვევაში“.

მინისტრის თქმით, უკრაინის, როგორც თავისუფალი დემოკრატიის მომავალი საფრთხეშია.

“ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ რუსეთზე მისი ქმედებებით. ეს ნიშნავს იმას, რაც უნდა შეასრულონ, რაც თქვეს – განახორციელონ ჯარის ყოვლისმომცველი გაყვანა. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად”, – თქვა ტრუსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები