ირაკლი კობახიძე: “ქოლ-ცენტრების” საქმესთან დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული პირი, რომლის გვარი “კ”-ზე იწყება, დანარჩენს ვერ გეტყვით
“გვარი „კ“-ზე იწყება, დანარჩენს არ გეტყვით. კ-ზე ჩემი გვარიც იწყება, თუმცა, მე არ ვარ დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და პირი, რომლის გვარი კ-ზე იწყება, დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, ვის მოიაზრებს ის ეჭვმიტანილ პირში “ქოლ-ცენტრების” საქმეზე.
მისივე თქმით, გამოძიების შემდეგ, ყველაფერი ცხადი გახდება.
„ეს არის კონტრშეტევის მცდელობა თავის დაცვის მიზნით. თქვენ იცით, რომ როდესაც გიტევენ, ამ დროს თავის დაცვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა შეტევა და ეს ტაქტიკა აირჩიეს მათ, თუმცა ეს ტაქტიკა ვერ იქნება წარმატებული ერთი მარტივი მიზეზის გამო, ყველაფერი გახდება ცხადი მას შემდეგ, რაც წარიმართება გამოძიება. არის კონკრეტული პირი „ნაცმოძრაობასთან“ პირდაპირ დაკავშირებული და მის ტელევიზიებთან პირდაპირ დაკავშირებული, რომელიც აშკარად არის ეჭვმიტანილი ძალიან მძიმე ქმედებებში. გვარი „კ“-ზე იწყება, დანარჩენს არ გეტყვით. მე არ მითქვამს ვინ არის ეს და კ-ზე ჩემი გვარიც იწყება, თუმცა მე არ ვარ დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და პირი, რომლის გვარი კ-ზე იწყება, დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“, – განაცხადა კობახიძემ.