ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ”სუსი” – ენგურზე “საზღვრის” უკანონო კვეთის გამო, სისხლის სამართლის პასუხისგებაში 10 პირი მიეცა
2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის” თანამშრომლებმა, რუს კოლეგებთან ერთად, სამეგრელო – აფხაზეთის ადმინისტრაციული ‘’საზღვრის’’ 5 ათასზე მეტი “დამრღვევი” დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, “საზღვარზე” სხვადასხვა მიზნით საქონლის უკანონო გადატანის 160 მცდელობა აღკვეთეს.
“ამოღებულია, 11 400 000 – მდე რუბლის ოდენობის, 33 800 ბლოკი თამბაქოს პროდუქცია, ასევე 3 600 000 რუბლის ღირებულების სამომხმარებლო დანიშნულების საქონელი. დაახლოებით, 80 000 რუბლის ღირებულების საბრძოლო მასალა, 800 000 რუბლის ღირებულების, 28 ერთეული კრიპტოვალუტის მაინინგ მოწყობილობა. უკანონო ქმედებების ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულ პირებთან მიმართებით კანონმდებლობის შესაბამისად გატარებულია სამართლებრივი ზომები”, – ნათქვამია განცხადებაში.