“პირბადე არის ინდივიდუალური დაცვის საშუალება, ვაქცინა – ხსნაა” – ბიბილოვი განმარტავს, თუ რატომ არის ერთი ფასიანი, მეორე კი – უფასო

ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს ამიერიდან “ინსტაგრამზე” თავისი პირადი გვერდი აქვს, საიდანაც, როგორც მის ე.წ. პრესსამსახურში ამბობენ, ის მოსახლეობასთან კომუნიკაციის ახალ ფორმატს შექმნის.

15 თებერვალს უკვე შედგა ასეთი ფორმატის პირველი “შეხვედრა” და ბიბილოვმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი დაინტერესდა, რატომ არის პირბადე ფასიანი და ვაქცინა უფასო, რაზეც დე ფაქტო პრეზიდენტმა “გაოცება ვერ დამალა” და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ამ ორი რამის ერთმანეთთან შედარება.

“მე ვიტყოდი, სრულიად ალოგიკური კითხვაა. რატომ? პირბადე მხოლოდ იმისთვის ხომ არ იყიდება, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდეთ. მისი გამოყენება შეიძლება, როდესაც სადღაც მუშაობ – სადაც მტვერია, პირბადეს იკეთებენ, ასევე ჩვენი ტექნიკური თანამშრომლები, რომლებიც დილიდან ჩვენს ქუჩებს გვიან. ეს არის ინდივიდუალური დაცვის საშუალება. ვაქცინა კი არის ადამიანების ხსნა. როგორ შეიძლება, პირბადე და ვაქცინა ერთმანეთს შეადარო – მართალი გითხრათ, ვერ ვიგებ”, – თქვა ბიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები