ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბათუმში აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები უკრაინის საკონსულოსთან შეიკრიბნენ, რუსული აგრესია დაგმეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.