ლევან ნიკოლეიშვილი: კასპში “ნაცმოძრაობის” აქტივმა აქცია დააორგანიზა, კადრებში ნათლად ჩანს, ნუგზარ ნონიაშვილს “ტვ პირველის” “ზონდერ” ჟურნალისტი როგორ აძლევს მითითებებს, რომ რვაკაციანი პროტესტი “მასშტაბური” გამოჩნდეს
,,კასპში “ნაცმოძრაობის” აქტივმა აქცია დააორგანიზა და შეკრიბეს 8 ადამიანი, მაგრამ ამჯერად სხვა ფაქტზე მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო. კადრებში ნათლად ჩანს, რომ “ნაცმოს” ადგილობრივ ლიდერს, ნუგზარ ნონიაშვილს “ტვ პირველის” “ზონდერ” ჟურნალისტი აძლევს მითითებებს”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი წერს და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს “ტვ პირველის” ჟურნალისტის მითითება აქციის ორგანიზატორის მისამართით.
,,კასპში “ნაცმოძრაობის” აქტივმა აქცია დააორგანიზა და შეკრიბეს 8 ადამიანი, მაგრამ ამჯერად სხვა ფაქტზე მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო. კადრებში ნათლად ჩანს, რომ “ნაცმოს” ადგილობრივ ლიდერს, ნუგზარ ნონიაშვილს “ტვ პირველის” “ზონდერ” ჟურნალისტი აძლევს მითითებებს, როგორ იმოქმედონ, რომ რვაკაციანი პროტესტი “მასშტაბური” გამოჩნდეს. მერე კიდევ პრეტენზიები აქვთ, პარტიულ ტელევიზიებს და მიშას ლაქიებს რომ ვეძახით”, – წერს სოციალურ ქსელში ლევან ნიკოლეიშვილი.