სოსო ჯაფარიძემ ზამთრის ოლიმპიადაზე სპეციალურ სლალომში 32-ე ადგილი დაიკავა
ქართველმა სამთო მოთხილამურემ სოსო ჯაფარიძემ ბეიჯინგში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სპეციალურ სლალომში იასპარეზა და 32-ე ადგილი დაიკავა.
ჯაფარიძემ პირველი დაშვებისას ტრასის გავლას 1.02,02 წუთი მოანდომა და ფინიშის ხაზი 41-ე შედეგით გადაკვეთა. გაცილებით უკეთ გამოვიდა მეორე დაშვებისას – ტრასა 55.87 წამში გაიარა და 30-ე შედეგი დააფიქსირა. ორი დაშვების ჯამში ჯაფარიძემ წამზომი 1.57,89 წუთზე შეაჩერა და ასპარეზობა 32-ე შედეგით დაასრულა.
დისციპლინაში გამარჯვებული და ოლიმპიური ჩემპიონი კი ფრანგი ნოელ კლემენი გახდა, რომელმაც ჯამში 1:44.09 წუთი დააფიქსირა.