შალვა პაპუაშვილი ლიეტუვას სახელმწიფოებრიობის აღდგენის 104-ე წლისთავს ულოცავს
„დღეს ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 104-ე წლისთავია და მსურს, მივულოცო ჩვენს ლიეტუველ დებს და ძმებს ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. ჩვენი პარტნიორობა და მეგობრობა მართლაც სანიმუშოა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, ლიეტუვასთან ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება და ჩვენი მეგობრული და ძმური კავშირი კიდევ დიდხანს გაგრძელდება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.