გივი მიქანაძე: რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრას, რომელთაც კრიმინალთან აქვთ შეხება

რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრას, რომელთაც კრიმინალთან აქვთ შეხება, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი, გივი მიქანაძე “ლელოს” ლიდერ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.

“ამ ადამიანმა საზოგადოებას დაანახა თავისი თავი, როგორც ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა, მაგრამ ადამიანმა, რომელმაც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და ეს დანაშაული სასამართლომ დაადგინა. შესაბამისად, პირდაპირ გეუბნებით, რომ რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრას, რომელთაც კრიმინალთან აქვთ შეხება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, გუშინდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები