მაკრონის მსგავსად, რუსული პისიარ ტესტის გაკეთებაზე უარი გერმანიის კანცლერმაც თქვა

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი კიევში ვიზიტის შემდეგ მოსკოვში ჩაფრინდა, სადაც რამდენიმე საათში ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას გამართავს.

მოსკოვში ჩაფრენისთანავე, კანცლერს კორონავირუსზე ტესტი გერმანიის საელჩოს ექიმმა გაუკეთა, რადგან ოლაფ შოლცმა რუსულ ტესტზე უარი თქვა. ამის შესახებ Bild წერს. ამავდროულად, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ „რუსული ტესტის გაკეთებაზე უარის თქმა არ უკავშირდება იმას, რომ კანცლერის დნმ-ი შესაძლოა, რუსების ხელში მოხვდეს”.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში ვიზიტის დროს პისიარ ტესტზე უარი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა. მედია წერდა, რომ ეს უკავშირდება იმას, რომ ელისეის სასახლეს არ სურს,  მაკრონის დნმ რუსების ხელში მოხვდეს. ტესტზე უარის თქმის შედეგად, მაკრონი კრემლში ზედისტანცირებით მიიღეს. სოციალურ ქსელში ხუმრობების ინსპირაციის წყარო გახდა გრძელი მაგიდა, რომელთანაც 5-საათზე მეტი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ ლიდერები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები