რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედროებმა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან დისლოკაციის მუდმივ ადგილამდე გასვლა დაიწყეს.
როგორც სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა ვადიმ ასტაფიევმა მედიას განუცხადა, ყირიმიდან გასვლა სამხედრო სწავლების დასრულების შემდეგ ხდება.
მისი ინფორმაციით, სამხედრო ტექნიკას და დანაყოფების მემანქანე პერსონალს, დისლოკაციის ადგილამდე, მათ შორის, ჩრდილოეთ ოსეთსა და დაღესტანში რკინიგზით გადაიყვანენ.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაქტიკურ წვრთნებში ჩართულნი იყვნენ სამხრეთის სამხედრო ოლქის გაერთიანებული შეიარაღების ტაქტიკური ჯგუფების გაძლიერებული გაერთიანებები.
წვრთნები ოლქის 15 პოლიგონზე მიმდინარეობდა.