გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ და საერთაშორისო პარტნიორებიც მოვუწოდებდით ოპოზიციას, რომ სიები არ ჩაეხსნათ

ჩვენ და საერთაშორისო პარტნიორებიც მოვუწოდებდით ოპოზიციას, რომ სიები ცესკო-ში არ ჩაეხსნათ, რადგან ეს არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სიების ჩახსნით ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა და პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.

“ახლა რატომღაც უნდათ, ეს სიები ჩვენკენ შემოატრიალონ, მაგრამ ამას არავინ დაუჯერებს. ეს მათი შეცდომა იყო და, მათ შორის, პოლიტიკურ შეცდომაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც შეცდომას უშვებს. იმ ლაბირინთში, სადაც თვითონ შევიდნენ, თავი თვითონ დააღწიონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების მიერ გაუქმებული საარჩევნო სიების აღდგენას ითხოვს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები