ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა შემოიღონ სავალდებულო ვაქცინაცია, პანდემიის სიმძიმის შემცირების გათვალისწინებით.
ამის შესახებ DW წერს.
“კოვიდ19-ის წინააღმდეგ სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ დისკუსია რამდენიმე თვის წინ იყო მართებული. მაგრამ არ მგონია, რომ ახლაც არის სავალდებულო ვაქცინაციის განხილვის დრო”, – თქვა ჯენტილონიმ.
მან აღნიშნა სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის შემცირება ევროკავშირის მასშტაბით.
”ჩვენ ასევე შეზღუდვების შემსუბუქების გზაზე ვართ”, – თქვა კომისარმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ, პრინციპში, სავალდებულო აცრების წინააღმდეგი არ არის.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანია განიხილავს ვაქცინაციის პროგრამის შეწყვეტას გაზაფხულზე და ვერ ხედავს მიზეზს ბავშვებისთვის “ბუსტერ” დოზის შეყვანის ან მორდილებისთვის მეოთხე ინიექციის გაკეთების.
შვედეთმა შეაჩერა მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ტესტირება COVID-19-ზე, თუნდაც ინფექციის სიმპტომების მქონე ადამიანებში.
შეზღუდვების სრული ან თითქმის სრული მოხსნა გამოაცხადეს შვედეთის მეზობლებმა: დანიამ, ნორვეგიამ და ფინეთმა.