საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე მორიგი პროცესი იმართება

ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, ჩვენებას დაზარალებული ჟურნალისტები მისცემენ.

არსებული ინფორმაციით, დღეს 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით “ფორმულას”, “რუსთავი2-ის” და “მთავარი არხის” ჟურნალისტები და ოპერატორი ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები