კახა კალაძე: ასეთი გახარებული „ნაციონალები“ ბოლო ორი წელია არ მინახავს
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ორი საათით ელექტროენერგიის გათიშვის გამო ასეთი გახარებული „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ორი წელია არ უნახავს. მინისტრმა „ნაციონალურ მოძრაობას“ შეახსენა, რომ მათ მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება მოუწევთ.
„ასეთი გახარებული უკვე „ნაციონალები“ ბოლო ორი წელია მე არ მინახავს. ძალიან საინტერესო იყო მათი მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ორი საათის განმავლობაში ჩაბნელებული იყო. ძალიან აღფრთოვანებულები იყვნენ ამ ყველაფრით, მაგრამ არა უშავს, უფრო საინტერესო თვეები გველოდება წინ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოში ელექტროენერგია ორი საათით გაითიშება, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ ლიდერს არ მოუწევს პასუხის გაცემა თავიანთ ჩადენილ დანაშაულებზე“, – განაცხადა კალაძემ.