„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე რეგიონებში შეხვედრებს მართავს
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რეგიონებში შეხვედრებს მართავს. პარტიის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა დღეს მცხეთაში გაიმართა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მცხეთის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრ ქალებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე, შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე. დღესვე შეხვედრები გაიმართება გორსა და ბორჯომში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.