გორის ცენტრში ტრიფონ გამსახურდიას 126-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი ძეგლი დადგეს

გორის ცენტრში, რეცეპტარის – ტრიფონ გამსახურდიას 126-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი ძეგლი დაიდგა.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ტრიფონ გამსახურდიას ოჯახის წევრებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიიღეს. ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გამსახურდიას ხსოვნას და მის ღვაწლზე ისაუბრეს.

ცნობილი პროვიზორი და უნიკალური მალამოების ავტორი ტრიფონ გამსახურდია 1924 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, ოჯახთან ერთად, გორში ცხოვრობდა. გამსახურდიამ გორის ცენტრალურ აფთიაქში 60 წელზე მეტ ხანს იმუშავა და გორელებისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები