დიღომში, ბობ უოლშის ქუჩაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სპორტული კომპლექსის, „ახალი თბილისისა“ და საცხოვრებელი კომპლექსის, „მწვანე ალმასის“ მიმდებარე ტერიტორია მოსახლეობის მიერ დაბინძურებული საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენისგან გაწმინდეს.
აღნიშნულ ღონისძიებაში დასუფთავების დეპარტამენტის 40-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი – დავით ფაჩულია და საბურთალოს რაიონის გამგებელი – გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნენ.
„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ. საყოფაცხოვრებო ნარჩენი ნაგავშემკრებ კონტეინერებში, ხოლო სამშენებლო ნარჩენი სპეციალურ ნაგავსაყრელზე განათავსონ.
მიმდინარე სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები