“ნატო გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას” – სტოლტენბერგმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა და უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა Twitter-ში დაწერა.
“საუბარი მქონდა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან რუსეთის მიერ უკრაინის ირგვლივ ძალების დაგროვებასთან დაკავშირებით. ნატო გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, პარტნიორს, რომელსაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეამციროს დაძაბულობა და მიჰყვეს დიალოგის გზას, რომ ვიპოვოთ მშვიდობიანი გადაწყვეტა“, – დაწერა ალიანსის ლიდერმა.