ზურაბ ადეიშვილზე თავდამსხმელი ერთ-ერთი პირი დაკავებულია

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილზე თავდამსხმელი ერთ-ერთი პირი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ პრიორიტეტული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩაატარა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად, ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც 34 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

მისი თანამზრახველების ძებნა გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ადეიშვილზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ 7 თებერვალს გაავრცელა. ამასთან, მედიაში ადეიშვილზე თავდასხმის ამსახველი კადრები გავრცელდა. კადრებში სულ მცირე, სამი თავდამსხმელი ჩანს, მათგან ორი თავდასხმაში აქტიურად მონაწილეობდა, ხოლო კიდევ ერთი პროცესს იღებდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები