ანრი ოხანაშვილი USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, USAID-ის ქართველმა წარმომადგენლებმა, რომლებიც კერძო და საჯარო სექტორის პლატფორმის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე მუშაობენ, პროგრამის ფარგლებში არსებულ მიმართულებებსა და პროექტებზე ისაუბრეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის ინტერესი გამოხატეს.

„არის მთელი რიგი საკითხები, სადაც კერძო და საჯარო სფეროებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელია, ბევრი საკითხი სწორად და კარგად გადაწყდეს. USAID-ის წარმომადგენლების მხრიდან არის შემოთავაზება, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და პირადად მე, მათთან ვითანამშრომლოთ, რისთვისაც მათ მადლობა გადავუხადე. ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობაზე და შემდგომში დავგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, გამოვკვეთთ იმ კონკრეტულ მიმართულებებს, სადაც კომიტეტი ამ პლატფორმის ფარგლებში უფრო ინტენსიურად იქნება ჩართული”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები