ინფრასტრუქტურის სამინისტრო: საირმე-უდაბნოს გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვანში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განმარტებით, ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩახერგილი საირმე-უდაბნოს გზა ნაწილობრივ გაწმენდილია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. მათივე ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები გზის ამ მონაკვეთზე ხვალ დასრულდება. სამუშოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კურირებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ასევე, სტიიქიით დაზარალებულ ვანის მუნიციპალიტეტში მუშაობენ. ადიდებულმა კვინისწყალმა დღეს სოფლების – ინაშაურისა და საპრასიას დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, მოვარდნილმა წყალმა დააზარალა.
ვანის მუნიციპალიტეტში გაემგზავრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსი თენგიზ თოფურიძე, სამმართველოს თანამშრომლები. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად იმუშავებს სქიტიის შედეგეგბის მაქსიმალურად სწრაფად აღმოფხვრისათვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ვანის რაიონში ძლიერი წვიმის გამო მდინარე კვინისწყალი ადიდდა, რამაც სოფლები: ინაშაური, საპრასია და ამაღლება დატბორა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები