მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაშია დაბარებული

მიხეილ სააკაშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე დღეს, 11:00 საათზე მთავარ პროკურატურაში ელოდებიან. თუმცა, ის უცხოეთში იმყოფება და უწყებაში, სავარაუდოდ, არ მივა. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილი უწყებაში საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად უნდა გამოცხადდეს. მოწმის სახით პროკურატურაში დაბარების შესახებ უწყება სააკაშვილის დედას ჩაბარდა. ახალ უწყებაში კონკრეტულად არ არის მითითებული, თუ რომელ საქმეზე უნდა დაიკითხოს ექსპრეზიდენტი, თუმცა აღნიშნულია, რომ პროკურატურაში არმისვლის შემთხვევაში, გამოყენებული იქნება სამართლებრივი ხასიათის იძულებითი ღონისძიება.
ყოფილი პრეზიდენტის სახელზე პირველად უწყება 26 მარტს გაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები