სოზარ სუბარი: დავითაშვილმა სისტემურად დაიწყო იმ პრობლემების მოგვარება, რაც წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობაში იყო დაგროვილი, დარწმუნებული ვარ, იმავეს გააკეთებს ეკონომიკის სამინისტროშიც

 

“ლევან დავითაშვილმა სისტემურად დაიწყო იმ პრობლემების მოგვარება, რაც წლების განმავლობაში იყო დაგროვილი სოფლის მეურნეობაში და დარწმუნებული ვარ, იმავეს გააკეთებს ეკონომიკის სამინისტროშიც”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

სუბარმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ნათია თურნავას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ნათია თურნავა არის გუნდის ძალიან გამოცდილი წევრი, ძალიან დიდი ხანია სახელმწიფო უწყებებში მუშაობს და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას გაწეული საქმიანობისთვის, ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად. ლევან დავითაშვილმა, მრავალი წლის განმავლობაში, ჯერ მინისტრის მოადგილის, შემდეგ მინისტრის რანგში, სხვა დონეზე აიყვანა სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოში ვითარება. სისტემურად დაიწყო ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რაც წლების განმავლობაში იყო დაგროვილი საქართველოს სოფლის მეურნეობაში და დარწმუნებული ვარ, ზუსტად იმავეს გააკეთებს ეკონომიკის სამინისტროშიც. რაც შეეხება ოპოზიციის წუხილებს, მათ ეს დიდხანს გაუგრძელდებათ და ძალიან დიდხანს მოუწევთ ლაპარაკი იმაზე, თუ რატომ ხდება „ქართული ოცნების“ მთავრობაში ცვლილებები. ცვლილებები ყოველთვის იქნება და ეს ნორმალურია, უბრალოდ მათ მოუწევთ დარჩენა კომენტატორის როლში კიდევ დიდხანს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თანამდებობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეცვალა. თავის მხრივ, დავითაშვილის ყოფილ უწყებას ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს, რომელიც დავითაშვილის მოადგილე იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები