ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს შუალედური არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს
2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა (რუსთავი, გარდაბანი) და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები (ბათუმი) გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ცნობით, არჩევნების დანიშვნის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო რეჟიმზე გადავიდა, რაც საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკების შესაბამისად არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობების, პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად პერიოდულად იგეგმება ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში სხდომების გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა კი, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის როგორც ყოველთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
“მოგმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს და მოგიწოდებთ, დროულად გაიაროთ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად, რაც მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ გქონდეთ სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, შეუფერხებლად შეძლოთ ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრება, საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება და გაშუქება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ცესკოს ვებგვერდს – cesko.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე – 2 51-00-51. დეტალები იხილეთ აქ: პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის: https://cesko.ge/ge/archevnebi/2022/2022shualeduri-archevnebi/damkvirveblebi-da-media2022 საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის: https://cesko.ge/ge/archevnebi/2022/sakrebulo-2022-2-aprili/damkvirveblebi-da-media20221″.