მცხეთაში ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია გრძელდება

მცხეთაში, საყოველთაო იმუნიზაციის კამპანიისა და საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

შეკრებილ საზოგადოებასთან საუბარი ძირითადად აცრის მნიშვნელობას და კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიან პროგრამას შეეხებოდა.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – დავით ნოზაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა – დიმიტრი ზურაბიშვილმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რეგიონის კოორდინატორმა ბადრი კუკულაძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მოსახლეობას საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მთავრობის გადაწყვეტილებას ვაქცინაციის წახალისებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ პროგრამა თებერვალშიც გაგრძელდება, რომლით სარგებლობა 50 წლისა და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეეძლებათ. ყველა მათგანს ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200 ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაერიცხება. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები, ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარს მიიღებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები