ამირან გამყრელიძე: “ბუსტერ” დოზა „ომიკრონს“ სერიოზულად აკავებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვაქცინის “ბუსტერ” დოზა „ომიკრონს“ სერიოზულად აკავებს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“დღევანდელ ვითარებაში მთავარი მოწოდება “ბუსტერია”, ყველა კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ დღეს “ბუსტერი” „ომიკრონს“ სერიოზულად აკავებს, ამიტომ ჩვენი მთავარი აქცენტი უნდა იყოს რეგულაციების დაცვაზე და ბუსტერზე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, “ბუსტერ” დოზის გაკეთებასთან ერთად, მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვაც.
„რეგულაციებიდან მხედველობაში მაქვს პირბადე. ახლა 65%-ზეა პირბადის ტარების მაჩვენებელი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. გვინდა, რომ იყოს 95%. თუ 95% იქნება, მაშინ ნაკლები ადამიანი დაინფიცირდება და შესაბამისად, ნაკლები იქნება სიკვდილიანობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.