საფრანგეთის პრეზიდენტი: საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვას დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს

საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვას დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა პროცესები, რომლებიც დაფუძნებულია გამჭვირვალობაზე, დეესკალაციაზე.

‘’ჩვენ გვჭირდება პროცესები, რომლებიც დაფუძნებულია გამჭვირვალობაზე, დეესკალაციაზე. ჩვენ უნდა ავაშენოთ უსაფრთხოება იმ სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემით, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ან ნატო-ს წევრები, მაგრამ მდებარეობენ რეგიონში.

ბელარუსი, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა – ქვეყნები, რომელთა სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას პატივი უნდა ვცეთ, რადგან ესეც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილია”, – აღნიშნა მაკრონმა

ცნობისთვის, ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მოსკოვში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები