ლარი გამყარებას განაგრძობს

 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9480 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9480 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9867 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0387 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3669 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4248 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0579 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები