ლუკაშენკო: ბელარუსი პოლონეთთან საზღვარზე ომისთვის იყო მზად
ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მინსკი მზად იყო ომისთვის პოლონეთთან საზღვარზე, ნატო-ს შესაძლო ქმედებების გამო.
ამის შესახებ მან YouTube არხზე “სოლოვიოვ Live”-ში თქვა.
“მეტი, ვიდრე მზად ვიყავით”, – თქვა მან.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა განცდა, რომ ნატო-ს რაიმე სახის გეგმა გააჩნდა, რომლის მიხედვითაც ალიანსის ქვეყნებს შეეძლოთ სამშვიდობო კონტინენტის შეყვანა „ბელარუსის ტერიტორიაზე მცხოვრები პოლონელი ხალხის გადასარჩენათ“, ლუკაშენკომ თქვა, „მე არ გამოვრიცხავ ასეთ შესაძლებლობას, რომ შეიძლება, დაიძრნენ”.