გერმანიის კანცლერი, პირველი ვიზიტით, ვაშინგტონში იმყოფება – ოლაფ შოლცი დღეს ჯო ბაიდენს შეხვდება
ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერის სტატუსში, პირველი ვიზიტით, ვაშინგტონში იმყოფება.
შოლცის ვიზიტი განსაკუთრებულ მომენტს დაემთხვა, რაც უკრაინასთან დაკავშირებით ბერლინის პოზიციასა და მასთან დაკავშირებულ კრიტიკას უკავშირდება.
გერმანიაში მთავრობის მეთაურს უკრაინის ირგვლივ კონფლიქტთან დაკავშირებით შეკავებული პოზიციის გამო აკრიტიკებენ. გერმანიის პოლიტიკურ ოპოზიცია, ისევე – როგორც ნატო-ელი მოკავშირეები, ბერლინით უკმაყოფილებას არ მალავენ იმის გამო, რომ მან კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე უარი თქვა.
გერმანული მედია კითხვასაც სვამდა: ხომ არ გაჩნდა ბზარი ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში?
თავად შოლცმა, 2 თებერვალს ZDF-ის ეთერში განაცხადა, რომ არ მიიჩნევს საკუთარ ქმედებას, როგორც პასიურს და არ ფიქრობს, რომ ნატო-ს ქვეყნები გერმანიაში აღარ ხედავენ სანდო პარტნიორს. ამასთან, პოლიტიკოსმა გაიხსენა, რომ ის არა მხოლოდ ინტენსიურ მუშაობას ატარებს ნატო-ს ფარგლებში, არამედ აპირებს, პირადად ისაუბროს ვლადიმერ პუტინთან.
შოლცი მოსკოვში 15 თებერვალს ჩადის, 14 თებერვალს კი კიევს ეწვევა.