გერმანიაში პოლიტიკოსების წინააღმდეგ დანაშაულების რიცხვი გაზრდილია
გერმანიაში პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად ხდებიან დანაშაულის სამიზნე.
ამის შესახებ Handelsblatt-ი ფედერალური სისხლის სამართლის სამმართველოს (BKA) სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს შორის, რომელთა ობიექტიც პოლიტიკოსები ხდებიან, მათ შორის, არის შეურაცხყოფა, მუქარა და მკვლელობის მოწოდება.
უწყების მონაცემით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გერმანიაში მსგავსი დანაშაულების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა.
ასე, მაგალითად, 2017 წელს იყო – 1517, ხოლო 2021 წელს, წინასწარი მონაცემებით – უკვე 4458.
BKA სიტუაციის განვითარებას უკავშირებს პანდემიის ფონზე სოციალური ქსელების ზოგიერთი მომხმარებლის რადიკალიზაციის ტენდენციას.